გლდანში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა – არიან დაშავებულებიც

გლდანში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან სხვა დაშავებულებიც, – ამის შესახებ „კვირას“ სასწრაფო – სამედიცინო ცენტრიდან აცნობეს. როგორც „კვირას“ სასწარაფო – სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, გარდაცვლილებიდან ერთი მამაკაცია, მეორე კი – ქალბატონი.

მათივე თქმით, 6 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. შეგახსენებთ, რომ თბილისში, გლდანის მე-6 მიკრორაიონის მეორე კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ბალონი აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შსს-ში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, აფეთქების შედეგად კორპუსის მე-2 და მე-3 სართულის მიშენება ჩამოინგრა. ადგილზე იმყოფება სასწრაფო, სამაშველო სამსახური და მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

მიმდინარეობს მოსახლეობის ნანგრევებიდან გამოყვანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები