რიჩარდ ნორლანდი: ალექსანდრე ქართველის მაგალითი შთაგონების წყაროა
„ალექსანდრე ქართველის მიერ შექმნილი სამხედრო თვითმფრინავი დღესაც კი ასრულებს სამხედრო მისიებს ავღანეთში, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს მეცნიერებათა აკადემიაში განუცხადა, სადაც ღონისძიებაs “ალექსანდრე ქართველი და ქართულ-ამერიკული ურთიერთობები“ ესწრება.
მისი თქმით, ალექსანდრე ქართველის მაგალითი შთაგონების წყაროა.
„იმ სამი წლის განმავლობაში, რაც მე საქართველოში ვცხოვრობ, რაც უფრო მეტს ვეცნობი ამ ადამიანის ცხოვრების შესახებ, მით უფრო მეტს ამბობს იგი. ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის ეს არის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ერთ-ერთი მაგალითი, მაგრამ, ამავე დროს, მაგალითი ამერიკაში იმ ქვეყნის ისტორიისა, როდესაც ქართველი გაემგზავრა იქ, იმსახურა და იმუშავა ინჟინრად, შექმნა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო თვითმფრინავი ამერიკის ისტორიაში, რომელიც დღესაც კი ასრულებს სამხედრო მისიებს ავღანეთში”, – განაცხადა ნორლანდმა.
ნორლანდის შეფასებით, ეს არის კარგი მაგალითი საქართველო-ამერიკის ურთიერთობისთვის.