შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ საზღვაო-საჰაერო სწავლება ჩაატარა

 საქართველოს საზღვაო აკვატორიაში სამაშველო-სააბორდაჟო უწყებრივი სწავლება ,,ნეპტუნი 2015“ გაიმართა.
სწავლება მიზნად ისახავდა ზღვაზე, რეალობასთან მაქსიმელურად მიახლოებულ გარემოში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფების ურთიერთქმედდების დონის ამაღლებას. პრაქტიკული ტრენინგი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ჩაქვის საზღვაო რაიონში, ჩატარდა და მასში საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის 6 სტრუქტურული ერთეული – სანაპირო დაცვის დეპარტამენტი, სპეციალური დანიშნულების ავიაციის, სწრაფი რეაგირების და საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოები, კავშირგაბმულობის სამმართველოს და სამედიცინო სამსახური – მონაწილეობდა. ,,ნეპტუნი 2015“ საზღვაო და საჰაერო წვრთნებს მოიცავდა. ფუნქციონალური მოვალეობების პარალელურად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებმაა ძებნა-გადარჩენის ოპერაციის, ასევე კანონდამრღვევი მცურავი საშუალების აღმოჩენა-დაკავების, ბადრაგირებისა და კანონაღსრულებითი ღონისძიების წარმოების ტაქტიკური ხერხები შეისწავლეს. წვრთნები დაეხმარება სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის გაზრდას საძიებო-სამაშველო და სააბორდაჟე ოპერაციების განხორციელებისას და ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვაო სივრცეში არალეგალური ქმედებებსა და საზღვაო ინციდენტებზე ოპერატიულ და სწორ რეაგირებას.
იმიტირებულ მეცადინეობას, საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის უფროსი გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი I რანგის კაპიტანი თემურ კვანტალიანი და უწყების სხვა წარმომადგენლები ჟურნალისტებთან ერთად დაესწრნენ. სწავლებაში გამოყენებული იქნა საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 5 მცურავი საშუალება და სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს 4 ვერტმფრენი.
სწავლების ბოლოს ჩატარდა შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც სწავლების მონაწილეებმა მიღებული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები