ბაღდათსა და საჩხერეში თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინეს
ბაღდათისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინეს.
აღნიშნული ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლებმა პრევენციული ღონისძიებების გატარებისას გამოავლინეს.
სამართალდამრღვევები მდინარეებზე: რიონსა და ძირულაზე თევზაობდნენ კანონმდებლობით აკრძალული თევზსაჭერი მოწყობილობით – ელექტროშოკური აპარატითა და სახლართი ბადით.
ბრაკონიერებს, საერთო ჯამში, მოპოვებული ჰქონდათ 4 კგ. სხვადასხვა ჯიშის თევზი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლებმა მოახდინეს სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა ჯიშის თევზის კონფისკაცია.
დგინდება გარემოსთვის მიყენებული ზიანი.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნა.
თევზჭერისა და ნადირობის წესების დაცვის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განაგრძობს პრევენციულ ღონისძიებებს.