18 ივლისს მთავრობის კანცელარიასთან რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია დაიგეგმა

18 ივლისს მთავრობის კანცელარიასთან რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია დაიგეგმა.
აქციის მონაწილეები კარასინი-აბაშიძის ფორმატის შეწყვეტას, რუსეთთან მოლაპარაკებისას სტრატეგიული პარტნიორების ჩართვასა და კოლაბორაციონიზმის წინააღმდეგ კანონის მიღებას მოითხოვენ.
შევიკრიბოთ საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან შაბათს, 18 ივლისს, 18:00 საათზე.
„რუსეთი ჩვენი ქვეყნის დაპყრობას აგრძელებს როგორც ხისტი, ისე რბილი ძალის მეშვეობით. ახალ-ახალ ტერიტორიებს ვკარგავთ. პუტინის ევრაზიული კავშირის მხარდამჭერი რიტორიკა კი უფრო და უფრო აგრესიული ხდება. ამ დროს ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ “განსაკუთრებული არაფერი ხდება”. გვინდა, მმართველ ძალას საქართველოს ხელახალი “განსაბჭოების” პროცესის განსაკუთრებული მიუღებლობა შევაგნებინოთ“,- წერია აქციის ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან შაბათს, 18:00 საათისთვის გაიმართება, რომელსაც შეუერთდებიან: „ტაბულა“, „თავისუფლების ინსტიტუტი“, „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF),
ფონდი ALPE, „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS – Georgia’s Reforms Associates),
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ / Georgian Democracy Initiative, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ – TDI

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები