სანზონაში მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული “მერსედესის”, “ოპელის” და “ფორდის” მარკის ავტომობილები დაზიანდა. ასევე დაზიანდა ერთი მისაბმელიანი ავტომანქანც.
ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო-დახმარების ბრიგადამ სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატიციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები