ბილეთების რიგში მდგომი რამდენიმე პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს
სუპერთასის ბილეთების რიგში მდგომი რამდენიმე პირი შეუძლოდ გახდა. მათ ნაწილს ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება, სამი პირს კი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, რიგში დგომისას, სამ პირს კრუნჩხვა დაემართა.
ორი მამაკაცი ექიმებმა ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. მანამდე, კრუნჩხვის დიაგნოზით, საავადმყოფოში კიდევ ერთი მამაკაცის გადაყვანა გახდა საჭირო.
ვაკის პარკის მიდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის 5 ბრიგადაა მობილიზებული.
„რამდენმე პირს ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება, თუმცა სამ გულშამატკივარს კრუნჩხვა დაემართა და მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო“, – განუცხადეს “კვირას“ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრში.