15:00 საათის მონაცემებით 5542 ბილეთია გაყიდული
„15:00 საათის მდგომარეობით 5542 ბილეთია გაყიდული“,-ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. „უეფას სუპერ თასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს, 12 ივლისს, დილის 9 საათზე დაიწყო. მიხეილ მესხის სტადიონზე მოწყობილ 12 სალაროში 22 ათასი ბილეთის გაყიდვა მოლარეებმა ერთდროულად დაიწყეს. გაყიდვაში გავიდა პირველი კატეგორიის 642 ბილეთი, მეორე კატეგორიის 10705 ბილეთი და მესამე კატეგორიის 10742 ბილეთი. 15:00 საათის მდგომარეობით გაყიდულია 5542 ბილეთი. როგორც ცნობილია, ბილეთების გაყიდვის დაწყებამდე ჯერ კიდევ ორი დღით ადრე, გულშემატკივართა ჯგუფებმა დაიწყეს ვაკის პარკის ტერიტორიაზე შეკრება და თვითორგანიზების გზით რიგის დაკავება. სწორედ, ამ რიგში მდგომი გულშემატკივრები დილიდან ორგანიზებული წესით სფფ-ისა და შსს-ის მიერ დადგენილი მარშუტის გავლის შემდეგ ხვდებიან სალაროებთან და ყიდულობენ მატჩზე დასასწრებ ბილეთებს. საგულისხმოა, რომ ვაკის პარკისა და ჭავჭავაძის გამზირზე რიგის მსვლელობას მთლიანად შსს-ის წარმომადგენლები აკონტროლებენ. ფეხბურთის ფედერაციის სტიუარდები კი, მხოლოდ სალაროების შესასვლელ და გასასვლელ ტურნიკეტებს აკონტროლებენ და ეხმარებიან გულშემტკივარს სალაროებთან დროულად მისვლასა და კოორდინაციაში. ბილეთების გაყიდვასთან ერთად, აქტუალური გახდა გადამყიდველთა თემაც, რომელთა გარკვეულმა ნაწილმა, როგორც ჩანს, უკვე მოახერხა ბილეთების რიგის მეშვეობით შეძენა. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ გვსურს გავაფრთხილოთ ყველა ის გულშემატკივარი, რომელმაც უკვე შეიძინა სუპერ თასზე დასასწრები ბილეთები და გაგაცნოთ „საქპატენტისა“ და სფფ-ის ერთობლივი განცხადება: „უეფა-ს ნებართვის გარეშე კანონით აკრძალულია, 2015 წლის სუპერთასის მატჩზე დასაწრები ბილეთების გასაყიდადშეთავაზება ან ნებისმიერ კომერციულ ღონისძიებაში გამოყენება, რასთან დაკავშირებითაც უეფა-ს მოთხოვნისშესაბამისად შექმნილი ჯგუფები, რომელიც დაკომპლექტებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ქ.თბილისის მერიის თანამშრომლებით, ახორცილებენ სუპერთასის მატჩის ბილეთების ნებართვის გარეშე გასაყიდადშეთავაზების ფაქტების გამოვლენას და აღკვეთას, მათ შორის ინტერნეტში.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საბჭო კიდევ ერთხელ, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, რომ დაიცვან კანონი და თავიშეიკავონ უნებართვოთ ბილეთების გაყიდვისგან, რადგან ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, მოხდება კანონითგათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.“ რაც შეეხება სალაროების მუშაობის გრაფიკს: როგორც მოგეხსენებათ, თავდაპირველად სფფ-ის მიერ სალაროების სამუშაო საათებად განისაზღვრა დრო დილის 9-დან საღამოს 9 საათამდე. სალაროების მუშაობას მონიტორინგს უწევს სამეთვალყურეო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით – ზვიად დევდარიანი (არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“), ლაშა თაბაგარი (ჟურნალისტი, „მსოფლიო სპორტი“), გიორგი არეშიძე (მერიის სპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი); ხალხის სიმრავლისა და რიგის გასვლის დინამიკიდან გამომდინარე, ამ დრომდე მიმდინარეობს შიდა კონსულტაციები სალაროების მუშაობის გრაფიკის ცვლილებასთან დაკავშირებით. სალაროების მუშაობის საათებთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას სფფ 18:00 საათისთვის მიიღებს“,-ნათქვამია განცხადებაში.