არჩილ თალაკვაძე კიკიანის საქმეზე: თუ დანაშაული ჩაიდინეს პოლიციელებმა, დაისჯებიან
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ლიკა კიკიანის საქმეს გამოეხმაურა. თალაკვაძის განცხადებით, უწყებამ კიკიანის საქმის პროკურატურისთვის გადაცემის მზადყოფნა თავიდანვე გამოთქვა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო ყველაფერი გააკეთა. „მზადყოფნა თავიდანვე გამოვთქვით, რომ ეს საქმე პროკურატურას გადასცემოდა. გამოძიება გაარკვევს, რა მოხდა სინამდვილეში. დარწმუნებული ვარ, თუ დანაშაული ჩაიდინეს პოლიციელებმა, დაისჯებიან კანონის შესაბამისად,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.