„თუშური პოეზია თვითმყოფადია და ის უნდა შევინარჩუნოთ“

„წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია – „ივერიის“ (წელიწადი მეორის) მეოთხე ტურის ღონისძიებას მსოფლიო საოცრება მხარემ, თუშეთმა უმასპინძლა. საოცარ თუშეთს, კარგი პოეტებითა და ადგილობრივი გულღია და გულკეთილი ხალხით შეხვდა პროექტს.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა – კურთხევით დაწყებულ პროექტს პოპულარობა ორიგინალურმა ხედვამ და მიმართულებამ მოუტანა, რომელსაც პროზა-პოეზიის, ხატმწერების, მხატვრებისა და ფოტოხელოვანების ერთობლიობა ჰქვია. ყოველი ტური ხელოვნების ნამდვილ დღესასწაულად იქცა. ასეთი იყო წელიწადი მეორის მეოთხე ტურიც.11168522_917568751635478_2665266316967520178_n
ამ ტურის მასპინძელი ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური გახლდათ, რომელიც საკუთარი ინიციატივით ჩაერთო პროექტში და ერთ-ერთ დიდ და ეროვნულ პროექტად აღიარა“, – განაცხადა პროექტისა და პრემიის დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.
პროექტში ჩართული ყველა პოეტი, მწერალი, ხატმწერი, მხატვარი და ფოტოხელოვანია – ეს ადამიანები ჩვენი საუკუნის ჟამთააღმწერლები არიან და ბედნიერი ვარ, რომ მათთან ერთად მიწევს ამ პროექტის განხორციელება, – განაცხადა ზურაბ ზვიადაურმა.
„ყველა ხელოვანი უნდა ჩაერთოს ამ ეროვნულ საქმეში, რათა ეროვნული ცნობიერება ამაღლდეს მეტად და გაერთიანდეს ჩვენი ქვეყანა ხელოვნებით, რადგან პოეტს და მწერალს უდიდესი ძალა აქვს საზოგადოების სწორად აღზრდისთვის და მოტივაციისთვის, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი და როგორ უნდა ემსახურებოდეს საკუთარ სამშობლოს.
მსგავსი ფუფუნება თუშეთს, განსაკუთრებით კი ომალოს ნამდვილად აკლია და დღეიდან ვიწყებთ ამ დანაკლისის აღმოფხვრას. აქვე საჯაროდ გპირდებით, რომ მომდევნო ეტაპს ხევსურეთში ვუმასპინძლებ ისევ ჩემი ინიციატივით, რადგან მეტად მოხიბლული ვარ პროექტის მსვლელობით, ღრმა შინაარსით და მონაწილეებით, ამაყიც ვარ და ბედნიერიც, რომ ასეთი ლამაზი და გენიალური პოეტების თაობა გვყავს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ძველ თაობაზე რომ აღარაფერი ვთქვა. მე მუდმივად ჩართული ვიქნები ამ პროექტის განხორციელებაში, რათა მეტი და მეტი პოპულარიზაცია მოხდეს უდიდესი ეროვნული საქმისა, მით უმეტეს, რომ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება და წმინდა ილია მართლის სახელს ატარებს პრემია „ივერია“.11737807_917569838302036_2368490172788154933_n
ეს პროექტი საქართველოს ყველა კუთხის შემოქმედებას აერთიანებს და მჯერა, რომ საკითხის ასეთი მიდგომა უმნიშვნელოვანესია იმ თვალსაზრისითაც, რომ ყველა მხარის შემოქმედს შეეძლება, ხმა მიაწვდინოს ხალხს, თავისი სათქმელი უთხრას ლექსად, ხატით, ნახატით… თუშური პოეზია თავისებურად ღრმა და საოცრად ლამაზია. დღეს ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, განსაკუთრებით წოვა თუშური, რომელი დიალექტითაც სულ რამდენიმე ადამიანი წერს და სწორედ ეს არ უნდა დავკარგოთ, აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ჩვენ, ამ პროექტის საშუალებით“, – განაცხადა ზურაბ ზვიადაურმა.
მეოთხე ტურს საქართველოს პარლამენტის წევრი ომარ ნიშნიანიძეც ესწრებოდა, რომელიც აღფრთოვანდა და სიტყვით გამოსვლა მოითხოვა: „ეს პროექტი იმდენად დიდი, ღრმა და მდიდარი ხასიათისაა, რომ იგი აუცილებლად უნდა წავიღოთ ქუთაისში, მე ვარ ამ საკითხის ინიციატორი, და თუ ისურვებთ და ნებას დამრთავთ, მე ვუმასპინძლებ. გარდა ამისა, მინდა თერჯოლაში მოხვდეს თქვენი პრემიის ერთ-ერთი ტური, რაც დიდი პატივი იქნება იმერეთისთვის.
ღონისძიებას თუშეთში, საქართველოს პარლამენტის წევრი, ცნობილი მსახიობი გია ჯაფარიძეც ესწრებოდა, რომელმაც სიტყვით მიმართა ხალხს:11144071_917569764968710_5092552933587923246_n
„მიხარია, რომ მსგავსი საინტერესო პროექტი იმართება თუშეთში და ვიმედოვნებ, ეს ტრადიციული გახდება. მჯერა, რომ მსგავსი პროექტები დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ერის სულიერებასა და გამთლიანებაში. პროექტით აღფრთოვანებული ვარ და მეც გამოვთქვამ სურვილს და თხოვნას დამფუძნებლებთან, რომ რაჭასაც ეწვიოს. ეს დიდებული საქმე, მე ვუმასპინძლებ“. ბოლოს კი ვაჟა – ფშაველას ლექსი „კაი ყმა“ წაუკითხა საზოგადოებას. ღონისძიების დასასრულს ზურაბ ზვიადაურმა მეოთხე ტურის კონკურსანტები მონაწილის სიგელებით და წმინდა ილია მართლის ხატებით დააჯილდოვა, რომელიც „საგამომცემლო სახლ ქართულ ელიტას“ ეკუთვნის. ბოლოს კი თავადაც მიიღო მსგავსი სიგელი და ხატი, როგორც მხარდამჭერმა, ერთ-ერთი პარტნიორისგან, გიორგი კაკუშაძისგან. პრემიის წელიწადი მეორის მეხუთე ტური ხევსურეთში გაიმართება, რომელსაც ისევ ზურაბ ზვიადაური უმასპინძლებს.

11252682_917569728302047_8888303509981270341_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები