კულტურის მინისტრი ქართულ-ამერიკული ანსამბლის წევრებს შეხვდება, რომელიც საქართველოში საქველმოქმედო კონცერტებს გამართავს

8 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ქართულ-ამერიკული ანსამბლ „ფესვების“ წევრებს უმასპინძლა. შეხვედრას დაესწრნენ არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ქალთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ნინო ქოჩიაშვილი, საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ახალგაზრდებმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვების დახმარების სურვილი გამოთქვეს. ანსამბლი „ფესვები“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საქველმოქმედო კონცერტებს გამართავს. კონცერტები დაგეგმილია 12 ივლისს, თბილისში, ალ. გრიბოედოვის სახელობის დრამატულ თეატრში, 14 ივლისს ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში, 16 ივლისს კონცერტი გაიმართება ბათუმში, საზაფხულო თეატრში. კონცერტებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. პროექტის ინიციატორია არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ქალთა ბიზნესასოციაცია; პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს საპატრიარქო, თბილისის მერია, ქუთაისის მერია, ბათუმის მერია, აშშ საელჩო საქართველოში, საქართველოს კულტურის პალატა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები