ხელოვნების მუზეუმს ფიროსმანის ნახატი – „არსენალის მთა ღამით“ უახლოეს ხანში გადაეცემა

ბიძინა ივანიშვილი ხელოვნების მუზეუმს ფიროსმანის ნახატს – „არსენალის მთა ღამით“ უახლოეს ხანში გადასცემს. საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ტექნიკური საკითხები ზუსტდება.
„ეს არის იურიდიული საკითხები, რომელიც ეხება ნახატის საქართველოში ჩამოტანასაც. ახლა, მე არ მაქვს ინფორმაცია, ნახატი საქართველოში არის ჩამოტანილი თუ არა“. თუმცა, მუზეუმს ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებთან ჰქონდა საუბარი და მიიღეს ინფორმაცია, რომ ნახატს მუზეუმს ნამდვილად გადასცემენ.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით“ მილიონნახევარ დოლარად „კრისტის“ აუქციონზე შეიძინა. აღნიშნული ნახატი ნიკო ფიროსმანმა 1907-1908 წელს შექმნა. ტილო ბოლოს 2010 წელს ლონდონის აუქციონზე  გაიყიდა. მანამდე ის 2007 წელს ნიუ-იორკის „სოტბის“ აუქციონზე გაყიდეს.
1957 წელს ფიროსმანის ნახატი ფრანგ პოეტს, ლუი არაგონს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჩუქეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები