გელა გურალიას მეგობრები შემოქმედებით საღამოს უწყობენ

საქართველოს რამდენიმე დღით რუსეთი მოღვაწე მომღერალი გელა გურალია სტუმრობს. მეგობრების გადაწყვეტილებით მას შემოქმედებით საღამოს მოუწყობენ, რომელშიც მონაწილეობას კომპოზიტორი ნატო თოთიბაძე, პიანისტი ნიკა ნიკვაშვილი, პოეტი და ტელეწამყვანი ლელა ნინუა მიიღებენ. შემოქმედებითი საღამო დღეს, 20:00 საათზე „ზაზანოვაში“ გაიმართება, რომელსაც პერფომანსისა და იმპროვიზაციის სახე ექნება.
გელა გურიელია რამდენიმე სიმღერას შეასრულებს ქართველი გულშემატკივრებისთის, რომლებიც მისგან დიდი ხანია სოლო კონცერტს ითხოვენ. ამასთან ერთად, ძალიან მალე გელა გურალია, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ქართველ საზოგადოებას საქველმოქმედო კონცერტს შესთავაზებს. კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ონკოლოგიურად დაავადებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს.
ამჯერად, „ზაზანოვაში“ მისულ საზოგადოებას სასიამოვნო საღამო ელოდება. გელა გურალიას აკომპანიმენტს გაუწევს პიანისტი ნიკა ნიკვაშვილი, ხოლო ლელა ნინუას პოეზიას აკომპანირებას გაუწევს კომპოზიტორი ნატო თოთიბაძე. რამდენადაც ცნობილია,ლელა ნინუას ტექსტზე დაიწერა ახალი სიმღერა გელასთვის, რომლის მუსიკის ავტორი გელას პირველი პედაგოგი დარეჯან გეფერიძეა. უკვე დაიგეგმა ამ სიმღერის ჩაწერა როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენაზე.

11717057_878287268886993_334801603_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები