სტამბოლის ხელოვნების გალერეაში ბათუმელი მხატვრების გამოფენა მიმდინარეობს

ქალაქ სტამბოლში, თურქეთის გენერალური საკონსულოს ორგანიზებით 12 ბათუმელი მხატვრის გამოფენა მიმდინარეობს. გამოფენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა და სტამბოლის მერმა ქადირ თოფბაშმა გახსნეს. გამოფენის გახსნას ასევე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და ბათუმში თურქეთის გენერალური კონსული იასინ თემიზქანი ესწრებოდნენ. სტამბოლის ხელოვნების გალერეაში წარმოდგენილია ბათუმელი მხატვრების 130- მდე ნამუშევარი.
პროექტის ფარგლებში სტამბოლში ყოფნის პერიოდში ბათუმელი მხატვრები ტილოზე გადაიტანენ სტამბოლის კულტურულ და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს. გამოფენა 13 ივლისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები