გიორგი ხაინდრავას ფილმის „ოცნებების სასაფლაოს“ ჩვენება გაიმართება

დღეს, 19:15 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“, გიორგი ხაინდრავას ფილმის „ოცნებების სასაფლაოს“ ჩვენება გაიმართება. ფილმის კომპოზიტორი ნიაზ დიასამიძეა.
ფილმი ისტორიული დრამაა, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტზე მოგვითხრობს და ლევან აბაშიძის ხსოვნას მიეძღვნა. გიორგი ხაინდრავამ ფილმზე მუშაობა 1992 წელს დაიწყო და გადაღებები 1996 წელს დაასრულა. კინოსურათი აგებულია აფხაზეთის ომის ამსახველ დოკუმენტურ მასალაზე და ფილმზე მუშაობაც აფხაზეთში მიმდინარეობდა. ფირი საფრანგეთში ინახებოდა. მას რესტავრაცია ჩაუტარდა და ამჟამად, ციფრულ ფორმატზეა გადაყვანილი. კინოთეატრ „ამირანში“, სწორედ ამ აღდგენილი ფილმის ჩვენება შედგება. ფილმის ნახვა მაყურებელს 16 ივლისიდან, კინოთეატრებში – „რუსთაველსა“ და „ამირანში“ შეეძლება. ფილმმა არაერთი ჯილდო მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები