ბორჯომში სანიტარული ჭრები მიმდინარეობს

ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე სანიტარული ჭრები მიმდინარეობს. როგორც “კვირას“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სანიტარული ჭრების შედეგად მოჭრილი ხის მერქანი ლიკანში “დასუფთავებისა და კეთილმოწყობის” სამსახურის ტერიტორიაზე დასაწყობდა.

როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ამ ეტაპზე მოჭრილი ხეების გაქერქვის პროცესი მიმდინარეობს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე პარალელურად ხდება ქერქის დაწვა, რათა მავნე მწერების გავრცელება არ მოხდებს.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პლატოს ტერიტორიაზე სანიტარული ჭრები მაისის თვეში დაიწყო. აღნიშნული მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მბეჭდავმა ქერქიჭამიამ წიწვოვანი კორომები მნიშვნელოვნად დააზიანა.

მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მოჭრილი და დასაწყობებული საშეშე მერქანი 400 ოჯახს უსასყიდლოდ გადაეცემა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები