მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმიდა იოანე წინასწარმეტყველის შობის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს უფლის წინამორბედისა და ნათლისმცემლის, წმიდა იოანე წინასწარმეტყველის შობის დღეს აღნიშნავს.
სახარების თანახმად, იესო ქრისტეს გამოჩენამდე, იგი ხალხს სინანულისკენ მოუწოდებდა და მათ იორდანეს წყალში ნათლავდა. წმიდა ნათლისმცემელმა იცნო მისკენ მიმავალი უფალი, რომელმაც მისგან ნათელიღო.
უფლის წინამორბედი უზნეო საქციელის გამო ებრაელთა მეფე ჰეროდესაც ამხელდა. წმიდა ნათლისმცემელს თავი ჰეროდეს ბრძანებით მოკვეთეს.
იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე ახალი სტილით 11 სექტემბერს (ძვ. სტილით 29 აგვისტოს) აღინიშნება. ქრისტიანები ამ დღეს მარხულობენ. ტაძრებში კი წირვა-ლოცვა აღევლინება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები