ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა

ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. დღეიდან საქართველოში ერთი დოლარის შეძენა 2.2465 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.2471 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0006 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.4777 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.4965 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0188 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები