თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, ისნის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, წულუკიძის, ლაღიძის და შანდორ პეტეფის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის და ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, გორგასლის, დიდი ხეივნის, გულიას, კოტე აფხაზის, ვირსალაძის, ათონელის, ჭანტურიას, სანაპიროს, ნაკაშიძის, ბარათაშვილის, ღოღობერიძის და ჟორდანიას ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების და რუსთავის გზატკეცილის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV კვარტლის და ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სიხარულიძის, გარიშვილების, გამყრელიძის, თიანეთის, გარიყულის და ჩარგლის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, ბაზალეთის, კოსტავას და ჭოველიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, ილორის, ზარზმის და სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის II მიკრორაიონის გოთუას, შარტავას, მარგიანის და ჟღენტის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის და ტოვსტონოგოვის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.