მიხეილ ჯანელიძე GeoSTM-ს ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის წარდგენას დაესწრო

სასტუმრო Holiday Inn-ში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების (CIB) პროგრამის „სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინფრასტრუქტურის განვითარების შემდგომი მხარდაჭერა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან თანხვედრისათვის“ წარდგენას დაესწრო.
სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი დავით ტყემალაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, საფრანგეთის, ესპანეთისა და შვედეთის საელჩოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, სააგენტოში აქტიურად მიმდინარეობს როგორც ინსტიტუციური, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესი ევროპული და და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის და მოთხოვნების შესაბამისად, რაც მნიშვნელოვანია როგორც სააგენტოს საქმიანობის საერთაშორისო აღიარების, ასევე ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობისთვის. სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ჩიტაძემ და მეტროლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა ნინო მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს განხორციელებული, დაგეგმილი აქტივობებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესახებ მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის სფეროში.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მეტროლოგიის და სტანდარტიზაციის საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან, რაც ხელს უწყობს მის ინტეგრაციას შესაბამის ინსტიტუციებში. სტანდარტიზაციის და მეტროლოგიის განვითარება და დაახლოება საერთაშორისო და ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასთან მიმდინარეობს ТBT სტრატეგიის, TBT პროგრამისა და DCFTA-ს შესაბამისად.
მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის დაფინასებით ყოვლისმომცველი ინტიტუციური გაძლიერების პროგრამა (CIB – Comprehensive Institutional Building) ხორციელდება, რაც ითვალისწინებს სააგენტოს შენობის აღდგენა-განახლებას, განახლებული ლაბორატორიების აღჭურვა თანამედროვე აღჭურვილობით, სააგენტოს თანამშრომლების გადამზადებას და სააგენტოს დასახული გეგმების წარმატებით რეალიზაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები