უკრაინული მედია: დავით საყვარელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის დავით საყვარელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ ვლადიმერ გუზირმა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა ვლადიმერ ბოიკომ და „პეტრო პოროშენკოს“ ბლოკის წევრმა, დეპუტატმა მუსტაფა ნაიემმა გაავრცელეს.
ბოიკოს ინფორმაციით, საყვარელიძეს უკრაინაში სახელმწიფო უწყების შენობაში უკანონო შეჭრაში ადანაშაულებენ. კერძოდ, საუბარია მის მიერ გენერალური პროკურატურის საგამოძიებო სამსახურში ჩატარებულ ჩხრეკაზე, რომლის დროსაც სპეცდანიშნულების რაზმი იყო გამოყენებული. ოპერაციის დროს სპეცრაზმმა რამდენიმე ჩინოვნიკის კაბინეტების კარი შეანგრია. ბოიკო წერს, რომ ჩხრეკა პროკურორების კაბინეტებში საყვარელიძემ კანონიერი საფუძვლის და გენერალური პროკურორის ინფორმირების გარეშე ჩაატარა.
„ჩხრეკის საფუძვლად მხოლოდ ის იყო გამოყენებული, რომ ვიღაცას სურდა, გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსნისთვის 200 ათასი დოლარის ოდენობის ქრთამის შეთავაზება სისხლის სამრთლის საქმის დახურვის სანაცვლოდ“, – წერს ბოიკო.
ამასთან, მუსტაფა ნაიემის ინფორმაციით, ჩხრეკის დროს ჩინოვნიკებს საერთო ჯამში 500 ათასი აშშ დოლარი აღმოუჩინეს, ასევე აღურიცხავი ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვია-წამალი და ათასობით დოლარის ღიღებულების ძვირფასი ქვები. თავად დავით საყვარელიძეს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები