სტიქიით დაზარალებულს პირველადი მოხმარების ნივთები და საკვები პროდუქტები გადასცეს
საბურთალოს რაიონის გამგეობის დაფინანსებით, ნაქირავებ ბინაში კიდევ ერთი დაზარალებული, თეიმურაზ ბუხულეიშვილი გადავიდა.
მარტოხელა მამაკაცი ჩიქოვანის ქუჩაზე ცხოვრობდა, 13 ივნისს მომხდარმა სტიქიამ კი მისი მცირე საცხოვრებელი ფართი სრულიად გაანადგურა.
თეიმურაზ ბუხულეიშვილი ნაქირავებ ბინაში საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილემ გაიოზ ვასაძემ მოინახულა და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად პირველადი მოხმარების ნივთები და საკვები პროდუქტები გადასცა.
სტიქიის შედეგად საბურთალოს რაიონში დაზარალებული 15 ოჯახიდან 11 უკვე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. პარალელურ რეჟიმში გრძელდება იმ დაზიანებული სახლების შეკეთება-რეაბილიტაცია, რომლებიც სპეციალისტების დასკვნით მდგრადია და საცხოვრებლად უსაფრთხოა.