„ზოგიერთი დეპუტატი სხდომას, მგონი, იმიტომ აცდენს, რომ კუჭი აქვს აშლილი“

პარლამენტის წევრი თემურ მაისურაძე დეპუტატების გაცდენების მიზეზებზე ღიად საუბრობს. როგორც მაისურაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ზოგიერთი დეპუტატი სხდომას, მგონი, იმიტომ აცდენს, რომ კუჭი აქვს აშლილი.
სხდომაზე განხილვის საგანი სურსათის უვნებლობა და გენმოდიფიცირებული პროდუქციის ეტიკეტირება იყო.
“საზამთროსა და ნესვის გამო ნახევარი თბილისი კუჭის აშლილობით დადის. როდესმე ვინმე შეამოწმებს, რა საზამთრო და ნესვი იყიდება? ბავშვი საზამთროს მთხოვს, მეშინია და ვერ ვყიდულობ. ვინმე ამას შეამოწმებს? ასეთ საზამთროს ვინმე გაანადგურებს, რომ იცოდნენ, რომ მომავალ წელს ამ საზამთროს მოყვანა არ შეიძლება? ყველამ ვიცით, რა სერიოზული პრობლემაა. შარშან ჩემს ოჯახში სამჯერ მოწამვლის პრობლემა იყო. წელს ჩვენ არ გვიჭამია, მაგრამ მეზობლებს კუჭი აქვთ აშლილი და დარბიან. ზოგიერთი დეპუტატი სხდომას, მგონი, იმიტომ აცდენს, რომ კუჭი აქვს აშლილი”, – განაცხადა თემურ მაისურაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები