„ფუდპანდამ“ სტიქიის შედეგად დაზარალებულ პატარებს ლამაზი დღე მოუწყო
თბილისში, 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს ბიზნესორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმით დაეხმარნენ. ტრაგედიას კომპანია „ფუდპანდაც“ გამოეხმაურა და ოპერატიულად ჩაერთო დაზარალებულთა დახმარების პროცესში.
„ფუდპანდამ“ ერთი ლამაზი და ხალისიანი დღე სტიქიით დაზარალებულ პატარებს გასულ კვირასაც მოუწყო. მათ ამჯერად “ბომბორას” პარკმა უმასპინძლა, სადაც ყველასათვის საყვარელი პანდა პატარებს „პიცა მანიას“ პიცებით, კარტოფილის ფრიებითა და ნატახტარის ლიმონათებით გაუმასპინძლდა.
„ფუდპანდა“ მომავალშიც მზად არის სიამოვნებით დაეხმაროს დაზარალებულთა ოჯახებს და პატარები ასეთი დაუვიწყარი დღეებით გაახაროს. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორ პიცერია „პიცა მანია“-ს გვერდში დგომისათვის“, – აღნიშნავს „ფუდპანდას“ დირექტორი გიგა ქერქაძე.