აფაქიძის ქუჩაზე, შენობის დემონტაჟზე სკოლის მოსწავლეც მუშაობდა

თბილისში, აფაქიძის 13 ნომერში ობიექტის დემონტაჟზე 16-17 წლის ახალგაზრდაც მუშაობდა, – ამის შესახებ შემთხვევის ადგილზე მომუშავე ადამიანების ახლობლებმა განაცხადეს.
მათი ინფორმაციით, სკოლის მოსწავლესთან, რომელიც შენობის დემონტაჟზე მუშაობდა, ამ დრომდე დაკავშირება ვერ ხერხდება.
შეგახსენებთ, რომ სპორტის სასახლის უკან, აფაქიძის ქუჩაზე გამოთვლითი მათემატიკის შენობის რამდენიმე სართული ჩამოინგრა, რის შედეგადაც სამი ადამიანი ნანგრევებში მოჰყვა და დაიღუპა. ერთი კი მძიმე დაზიანებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შენობის დემონტაჟი მიმდინარეობდა, სადაც სამუშაოებს შპს “ტიფლის ბიზნესცენტრი” ახორციელებდა. აფაქიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები