„ტიფლის ბიზნესცენტრი“: მშენებლობისას უსაფრთხოების ყველა ზომა იყო დაცული

აფაქიძის #13-ში შენობის ჩამონგრევას „ტიფლის ბიზნესცენტრი“ ეხმაურება. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ნიკოლოზ ბარათაშვილმა განაცხადა, მშენებლობა პროექტის მიხედვით მიმდინარეობდა და უსაფრთხოების ყველა ზომა იყო დაცული.
მისივე თქმით, ბიზნესცენტრი აღნიშნულ ადგილას საპროექტო ზედამხედველობას აწარმოებდა.
“შენდებოდა საერთაშორისო დონის სასტუმრო, რომელზეც ჩვენ ვაწარმოებდით საპროექტო ზედამხედველობას. უსაფრთხოების ყველანაირი ნორმა იყო დაცული, მშენებლობა პროექტის მიხედვით მიმდინარეობდა. ალბათ, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება შესაბამის ორგანოებში. ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები, რადგან ჩვენ დაწყებული შენობის მგრადობით აგურის ექსპერტიზა ჩატარებული გვაქვს“, – განაცხადა ნიკოლოზ ბარათაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები