შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა

თბილისში, აფაქიძის ქუჩაზე შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი-რეანიმატოლოგი ნიკოლოზ კვაჭაძე აცხადებს, საავადმყოფოში პაციენტი მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს, მას რენიმაციული ღონისძიებები ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაშავებული საოპერაციო ბლოკში გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, თბილისში აფაქიძის ქუჩაზე შენობის ჩამონგრევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები