ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ნაგავმზიდი ავტომანქანები და ნარჩენების ურნები გადაეცა
შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 2 ნაგავმზიდი ავტომანქანა და ნარჩენების 540 ერთეული ლითონისა და პლასტმასის ურნები გადასცა. ნაგავმზიდი ავტომანქანები და ნარჩენების ურნები ზუგდიდს, ანაკლიასა და მათ მიმდებარე სოფლებს მოემსახურება. აღნიშნული მანქანები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მთავრობის განკარგულების საფუძველზე შეიძინა. მანქანებისა და ურნების გადაცემის პროცესს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი,გიორგი შუხოშვილი, სამეგრელოს რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი – ლევან შონია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.