გიგლა აგულაშვილმა ტურისტული მარშრუტი დაათვალიერა

მტირალას ეროვნული პარკი ვიზიტორებს განახლებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურას სთავაზობს.
როგორც „კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, კოლხურ ბზასა და სუროში ჩაფლული ჩანჩქერი, ჩანჩქერთან მოწყობილი საკემპინგე და საკარვე ადგილები, საცხენოსნო ლაშქრობა, ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულთათვის Zip-Line ტური – ამ სერვისებს ვიზიტორებს მტირალას ეროვნული პარკი სთავაზობს.
ტურსიტული მარშრუტი მტირალას ეროვნულ პარკში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა დაათვალიერა. მარშრუტი საფეხმავლოა და აერთიანებს ორ მნიშვნელოვან ადგილს – ჩანჩქერსა და ტბას. სოფელ ჩაქვისთავში არსებული რამდენიმე საოჯახო სასტუმროდან ვიზიტორებს საშუალება აქვთ, აირჩიონ მათთვის სასურველი.
მტირალას ეროვნულ პარკის ტურისტული ბილიკები ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) დახმარებით მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები