“თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური წარდგენილ დასკვნას უკვე სწავლობს”

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ნინო ღოღობერიძის განცხადებით, აფაქიძის 13 ნომერში გამოთვლითი მათემატიკის შენობის რეკონსტრუქციაზე ნებართვა შპს „ტიფლისის ბიზნესცენტრმა“ გასული წლის აგვისტოში მიიღო.
მისივე თქმით, კომპანიას სრულად ჰქონდა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და დასკვნები, რომელშიც მკაფიოდ ეწერა, რომ აღნიშნული შენობის რეკონსტრუქცია ზიანს არ მიაყენებდა ახლოს მდებარე შენობებს.
ღოღობერიძის განცხადებითვე, დასკვნას, რომელიც არქიტექტურის სამსახურში იყო წარდგენილი, შესაბამისი სამსახურები უკვე სწავლობენ.
სპორტის სასახლის უკან, აფაქიძის ქუჩაზე გამოთვლითი მათემატიკის შენობის რამდენიმე სართული ჩამოინგრა, რის შედეგადაც სამი ადამიანი ნანგრევებში მოჰყვა და დაიღუპა. ერთი კი მძიმე დაზიანებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. არსებული ინფორმაციით, შენობის დემონტაჟი მიმდინარეობდა, სადაც სამუშაოებს შპს “ტიფლის ბიზნესცენტრი” ახორციელებდა. აფაქიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები