დიმიტრი ქუმსიშვილი: აფაქიძის 13 ნომერში მომხდარი დღევანდელი ფაქტი ძალიან სწრაფად იქნება გამოძიებული

თბილისის ვიცე-მერის დიმიტრი ქუმსიშვილის მტკიცებით, აფაქიძის 13 ნომერში მომხდარი დღევანდელი ფაქტი ძალიან სწრაფად იქნება გამოძიებული. როგორც ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა, ვინც არის დამნაშავე, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.
„ეს ძალიან ტრაგიკული შემთხვევაა. საქმე ძალიან სწრაფად იქნება გამოძიებული. ყველა, ვინც არის დამნაშავე, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
სპორტის სასახლის უკან, აფაქიძის ქუჩაზე გამოთვლითი მათემატიკის შენობის რამდენიმე სართული ჩამოინგრა, რის შედეგადაც სამი ადამიანი ნანგრევებში მოყვა და დაიღუპა. ერთი კი მძიმე დაზიანებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. არსებული ინფორმაციით, შენობის დემონტაჟი მიმდინარეობდა, სადაც სამუშაოებს შპს “ტიფლის ბიზნესცენტრი” ახორციელებდა. აფაქიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები