ნანგრევებში მოყოლილი მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია
თბილისში, აფაქიძის ქუჩაზე შენობის ნანგრევებში მოყოლილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. როგორც „კვირას“ რესპუბლიკური საავადმყოფოში განუცხადეს, ამ დროისთვის მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვის აპარატზეა შეერთებული და სიცოცხლის შესანარჩუნებლად რეანიმაციული ღონისძიებები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ სპორტის სასახლის უკან, აფაქიძის ქუჩაზე გამოთვლითი მათემატიკის შენობის რამდენიმე სართული ჩამოინგრა, რის შედეგადაც სამი ადამიანი ნანგრევებში მოჰყვა და დაიღუპა. ერთი კი მძიმე დაზიანებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. არსებული ინფორმაციით, შენობის დემონტაჟი მიმდინარეობდა, სადაც სამუშაოებს შპს “ტიფლის ბიზნესცენტრი” ახორციელებდა. აფაქიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.