ბათუმში დაჭრილ ახალგაზრდა გოგონას ოპერაცია უტარდება

ბათუმში, 6 მაისის პარკში დაჭრილ გოგონას ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. 6 მაისის პარკში ახალგაზრდა გოგონა, სავარაუდოდ, შეყვარებულმა დაჭრა. თვითმხილველების თქმით, წყვილმა პარკში კამათი დაიწყო, რა დროსაც ბიჭმა გოგონას გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ბრალდებული იდენტიფიცირებულია და მის დასაკავებლად ღონისძიებები მიმდინარეობს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები