მასწავლებელს მოსწავლეებთან სექსისთვის 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ს ფლორიდის შტატის სასამართლომ 30 წლის მასწავლებელ ქალს სკოლის მოსწავლეებთან სექსისთვის 22 – წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
„ნიუ-იორკ დეილი ნიუსის“ ინფორმაციით, ჯენიფერ ფიხტერის სამმა მოსწავლემ აღიარა, რომ მასთან სექსუალური კავშირი ჰქონდათ 17 წლის ასაკში, ანუ როდესაც არასრულწლოვანები იყვნენ. გამოძიების ინფორმაციით, ქალბატონს ამ ბიჭებთან ინტიმური კავშირი არაერთხელ ჰქონდა. სექსი მის ბინაში, მანქანაში, ასევე ერთ-ერთი მოსწავლის სახლში ხდებოდა. ერთხელ მასწავლებელი დაორსულდა კიდეც და აბორტი გაიკეთა. ბრალდების მხარე მისთვის სასჯელის სახით 25-წლიან პატიმრობას ითხოვდა. განაჩენის გამოტანამდე ჯენიფერ ფიხტერმა არასრულწლოვანთა მშობლებს ბოდიში მოუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები