რუსეთში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში ავიაგამანადგურებელმა „მიგ-29“-მ კატასტროფა განიცადა. „ინტერფაქსის“ ცნობით, პილოტმა კატაპულტირების ბრძანება მას შემდეგ მიიღო, რაც თვითმფრინავის პორტზე ხანძარი გაჩნდა.
„საწვრთნელი ფრენის დროს პილოტმა ბორტზე ცეცხლის გაჩენის შესახებ შტაბს შეატყობინა. ფრენის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ თვითმფრინავის უკან კვამლია და მან პილოტს კატაპულტირების ბრძანება მისცა“, – განუცხადეს „ინტერფაქსს“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
ავარიის შემდეგ „მიგ-29“-ის ფრენები დროებით შეჩერებულია. სამძებრო ჯგუფმა ერთ საათში პილოტი აღმოაჩინა, რომლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსეთის საჰაერო ძალებმა ოთხი საბრძოლო მანქანა დაკარგეს – ორი „მიგ-29“, ერთი „სუ-34“ და ერთი „ტუ-95“. ბოლო ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები