საფრანგეთმა ჯულიან ასანჟს პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაზე უარი განუცხადა

საფრანგეთის ხელისუფლებამ საიტ WikiLeaks-ის დამფუძნებელს ჯულიან ასანჟს პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა. ელისეის სასახლის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სიტუაცია, რომელშიც ასანჟი აღმოჩნდა, მისი სიცოცხლისთვის პირდაპირ საფრთხეს არ შეიცავს. გარდა ამისა, ამ ინფორმაციაში მითითებულია, რომ ასანჟზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასანჟმა საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის სახელზე წერილი დაწერა მისთვის პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით. WikiLeaks-ის დამფუძნებელი წერდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ეს საფრთხე დღითიდღე მატულობს.

ასანჟი ავსტრალიაში დაიბადა, მაგრამ ბოლო დროს ის ევროპაში ცხოვრობდა. სამი წლის წინ ლონდონში ყოფნის დროს მან ეკვადორის მოქალაქეობა მიიღო და მას შემდეგ დიდ ბრიტანეთში ეკვადორის საელჩოში ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები