მიხეილ სააკაშვილი ოდესის კაფეში, სადაც აფეთქება მოხდა, ჩაის დასალევად მივიდა (ვიდეო)

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი იმ კაფეში მივიდა, რომლის შესავლელთან გუშინ აფეთქების ხმა გაისმა. ტერაქტის შედეგად დაზიანდა შესასვლელი კარები და მთავარი დარბაზი.
კაფეში მისულმა სააკაშვილმა ყველას მოუწოდა ამ ობიექტში „სოლიდარობის“ ნიშნად მისულიყო, თუმცა მანამდეც აღმოჩნდა, რომ „ანგელოვების“ კაფე, თავდასხმის მიუხედავად, კლიენტების სიმცირეს არ უჩივის.
მიხეილ სააკაშვილთან ერთად კაფეში ოდესის მილიციის საოლქო სამმართველოს უფროსი გია ლორთქიფანიძეც მივიდა. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა სამართალდამცველი სტრუქტურების რეფორმირების და ოდესაში კრიმინოგენული სიტუაციის მოგვარების აუცილებლობაზე. შეგახსენებთ, რომ გამოძიება „ანგელოვების“ კაფესთან მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ტერაქტის მუხლით აღიძრა. ასაფეთქებელი მოწყობილობის სიმძლავრე 450-დან 600 გრამამდე ტროტილის ეკვივალენტს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები