პაკისტანში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)

სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაკარგულად ითვლება პაკისტანში მომხდარი სარკინიგზო გატასტროფის შედეგად. მატარებლის 4 ვაგონი, რომელშიც 300-დე მგზავრი იმყოფებოდა, რელსებიდან იმ დროს გადავიდა, როდესაც შემადგენლობა ხიდზე ავიდა. ორი ვაგონი მდინარეში ჩავარდა. ამ დროისთვის მაშველებმა წყლიდან 85 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, დანარჩენების ძებნა გრძელდება.
კატასტროფა პენჯაბის პროვინციაში მოხდა. მთლიანად მატარებლის შემადგენლობაში 27 ვაგონი იყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას სამხედრო დანიშნულების ტვირთიც გადაჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები