უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას სთხოვს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დასავლეთს მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს იმ შემთხვევაში, თუ დონბასში კონფლიქტის ესკალაცია მოხდა. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა აშშ-ს კონგრესის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ გვჭირდება ეფექტიანი და შეთანხმებული გეგმა მინსკის ხელშკრულების ჩაშლის შემთხვევაში. რუსეთმა უნდა გადაიხადოს შესაბამისი ფასი უკრაინელების მკვლელობაში და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციაში. მან ამისთვის პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა პოროშენკომ.
აშშ-ს კონგრესის დელეგაცია 6-9 ივლისს ჰელსინკიში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ფინეთმა რუსეთის სახელმწიფო სათათბრიროს სპიკერს სერგეი ნარიშკინს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები