ნიგერიაში „ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად 150 ადამიანი დაიღუპა

 

ნიგერიაში ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ხარამის“ თავდახმის შედეგად 150 ადამიანი დაიღუპა. ექსტრემისტებმა 100-დე ადამიანი დასახლება კუკავში და კიდევ 50 ნიგერიის მოქალაქე ქალაქ მონგუნოში მოკლეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მოკლულთა შორის მრავალი ქალია. თვითმხილველების ცნობით, „ბოევიკებს“ ქალაქ მონგუნოში მეჩეთიდან ადამიანები გამოჰყავდათ და ადგილზე ხვრეტდნენ. „ბოკო ხარამი“ – რადიკალური ნიგერიული ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფებაა. მისი ამოცანაა ნიგერიის ტერიტორიაზე შარიათის დაწესება და დასავლური ცხოვრების წესის აკრძალვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები