„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ პალმირაში 6 უნიკალური ქანდაკება გაანადგურეს

„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ სირიის ქალაქ პალმირაში ექვსი უძველესი ქანდაკება გაანადგურეს. ამის ამსახველი ფოტოები ექსტრემისტებმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს. როგორც „ბოევიკები“ წერენ, მათ ქანდაკებების კონფისკაცია მოახდინეს, ვინაიდან გარკვეული პირები ქალაქიდან ამ ძეგლების გატანას ცდილობდნენ.
„ბი-ბი-სის“ ცნობით კი ჯიჰადისტებმა სხვა უნიკალურ ქანდაკებებთან ერთად „ალატის ლომიც“ გაანადგურეს. სირიის მუზეუმების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მაამუნ აბდელკარიმის განცხადებით, ეს „ბოევიკების“ მიერ პალმირაში კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილი ყველაზე სერიოზული დანაშაულია.
სირიის კონფლიქტში „ისლამური სახელმწიფოს“ ჩართვის შემდეგ მისმა „ბოევიკებმა“ქვეყნის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის 750 ობიექტი მოსპეს. ერაყში ტერორისტებმა მთლიანად გაანადგურეს ქალაქი დურ-შარუკინი, ხოლო მოსულში – ქანდაკებები და ძეგლები, რომელთა ასაკი 3 ათას წელს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები