ინგლისში „ბრიტანელი შინდლერი“ გარდაიცვალა

ბრიტანელი ფილანტროპი სერ ნიკოლას იუნტონი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის წინ საკონცენტრაციო ბანაკებიდან 669 ბავშვი გადაარჩინა, 106 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
თავად უინტონი გერმანელი ებრაელების ოჯახში დაიბადა, რომელიც 1907 წელს დიდ ბრიტანეთში ემიგრაციაში წავიდა. 1930-იან წლებში უინტონი ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბროკერად მუშაობდა.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე უინტონმა ნაცისტების მიერ ოკუპირებული ჩეხოსლოვაკიიდან 669 ბავშვის გამოყვანა შეძლო. ამ ოპერაციას მოგვიანებით „ჩეხური კინდერტრანსპორტი“ უწოდეს.
ჩეხეთის საკოცენტაციო ბანაკებიდან ბავშვების გადარჩენის შესახებ საზოგადოებამ მხოლოდ 1980-იან წლებში გაიგო. თავად უინტონი ამ თემაზე საჯაროდ არასდროს საუბრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები