თვითმფრინავის ავარიის გამო კრასნოდარის აეროპორტის მუშაობა პარალიზებული იყო

რუსეთში კრასნოდარის აეროპორტის მუშაობა რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. მიზეზი თვითმფრინავის ავარია გახდა. თვითმფრინავი, რომელიც ლარნაკიდან კრასნოდარში რეისს ასრულებდა, დაფრენის დროს ასაფრენი ბილიკის ფარგლებს გაცდა და გრუნტზე აღმოჩნდა. ლაინერის ბორტზე 120 ადამიანი იყო, არც ერთი არ დაშავებულა. ავარიის გამო ხუთი რეისი გადაიდო, რამაც აეროპორტში დიდი რიგი გამოიწვია. კრასნოდარი-ეკატერინბურგის რეისის თვითმფრინავი ურალის დედაქალაქში რამდენიმე საათის დაგვიანებით გაფრინდა. მიმდინარეობს მომხდარის გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები