იერუსალიმში იესო ქრისტეს პერიოდის სარიტუალო განბანვის ადგილი აღმოაჩინეს

ისრაელში ერთ-ერთმა ოჯახმა საინტერესო აღმოჩენას მიაგნო. სახლის რემონტის დროს იატაკის ქვეშ მათ სარიტუალო განბანვის ადგილი იპოვეს, რომელიც ქვაში იყო ამოკვეთილი და მისი ასაკი, სავარაუდოდ, ორი ათასი წელია.
The Times Of Israel-ის ცნობით, სარიტუალო განბანვის ადგილის აღმოჩენა ადასტურებს ბიბლიაში მოყვანილ ფაქტებს. კერძოდ იმას, რომ ეს ადგილი კერძო სახლში მდებარეობდა, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის 1-ლი საუკუნით თარიღდება.
განბანვის ადგილის სიღრმე 1,8-ს, სიგრძე 3,5-ს, ხოლო სიგანე 2.5 მეტრს შეადგენს. საინტერესოა, რომ ის ეინ-კერიმის რაიონში აღმოაჩინეს, რომელიც იოანე ნათლისმცემელის დაბადების ადგილად მოიხსენიება.
არქეოლოგ ახმეტ რიმის თქმით, რთულია იმის თქმა, აქვს თუ არა ამ ადგილს პირდაპირი კავშირი იოანე ნათლისმცემელთან. თუმცა ის მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადგილას რელიგიური ებრაელები ცხოვრობდნენ, რომლებიც ამ რიტუალებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები