თბილისის ზოგიერთ უბანს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
როგორც “კვირას“ კომპანია “თელასიდან” აცნობეს, 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის მასივის VI, VII, VIII, IX კვარტლების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, კახეთის გზატკეცილის, ლაღიძის ჩიხის, სამგორის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, შუამთის, კალოუბნის, ჯავახეთის, წულუკიძის, ლაღიძის, ბოგდან ხმელნიცკისა და პეტეფის ქუჩებს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიასა და ფეიქრების ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, კვანტალიანის, გოძიაშვილისა და სანდრო ეულის ქუჩებს, ქეთევან წამებულის გამზირს, სამასი არაგველისა და იალბუზის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ასევე, 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ლილოს დასახლებას, საქსოფმანქანის დასახლებას და ვარკეთილი-3-ის III მიკრორაიონს, ჭავჭავაძის გამზირს, ფალიაშვილის, მოსაშვილის, ყიფშიძისა და აბულაძისა და გორგასლის ქუჩებს.
გარდა ამისა, გეგმური სამუშაოების გამო 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ დიღმის მასივის V კვარტლის, აღმაშენებლის გამზირის, ჩხეიძისა და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11:00-დან 16:00 საათამდე ტაბიძის, ასათიანის, მაჩაბლის, მანჯგალაძის, ვაჩნაძის, გუდიაშვილისა და პუშკინის ქუჩების მაცხოვრებლებს. კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები