ალექსანდრე კვიტაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა თანამდებობა დატოვა, მაგრამ განაცხადა, რომ ის უკრაინაში რჩება და ახალ მინისტრს დაეხმარება.
როგორც კვიტაშვილმა აღნიშნა, თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავად, მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე ადამიანს გაესაუბრა. მისი თქმით, თუ ის მინისტრის პოსტზე დარჩება, ეს ქვეყანას ავნებს.
„ჩემი უფროსი პრემიერია. ველაპარაკე მას და ავუხსენი, რატომ მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ჩემთვის უსიამოვნოა შექმნილი ვითარება. ეს არის სიტუაცია, რომელიც უნდა გადავლახოთ. მე ძალიან მიზანდასახული ადამიანი ვარ, მაქვს ჩემი მიზნები და მიჩვეული ვარ, რომ ის ბოლომდე მიმყავს. არსად არ მივდივარ, ვრჩები უკრაინაში და მზად ვარ, დავეხმარო ახალ მინისტრს. დეკემბერში, როცა მე დავინიშნე, ვფიქრობდი, რომ ყველა – აღმასრულებელიც და საკანონმდებლო ხელისუფლებაც ერთად ვიმუშავებდით. მე ვარ უკრაინის მოქალაქე, ვრჩები ქვეყანაში და მზად ვარ, დავეხმარო ყველას, ვისაც ეს დასჭირდება “, – განაცხადა კვიტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ფრაქცია „პეტრო პოროშენკოს ბლოკი“ ჯანდაცვის უწყებაში შექმნილი სიტუაციის გამო, მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები