ოჯახში ძალადობის შემთხვევები 2015 წელს – რა რეაგირებას ახდენს პოლიცია და რამდენი მოძალადის მიმართ განხორციელდა სამართლებრივი დევნა

2015 წელს ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციის მხრიდან რეაგირების საკითხით პორტალი „კვირა“ დაინტერესდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინტერაქტიული რუკის მიხედვით, რომელიც ოჯახში მომხდარ ძალადობრივ დანაშაულს ეხება, ჩანს, რომ პოლიცია 2015 წელს ოჯახში ძალადობას კიდევ უფრო მკაცრად უპირისპირდება.
თუ 2014 წლის პირველ 6 თვეში ოჯახის წევრზე მოძალადეთა მიმართ ჯამში 300-მდე შემაკავებელი ორდერი გამოიცა, 2015 წლის მხოლოდ პირველ 5 თვეში პოლიციის მიერ უკვე 1188 შემაკავებელი ორდერია გამოცემული, რომელიც სასამართლომ დაამტკიცა.
შარშანდელთან შედარებით, მკვეთრად გაზრდილია ასევე ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის და მოძალადეთა სისხლის სამართლებრივი დევნის მაჩვენებელიც. კერძოდ, 2014 წლის პირველ 6 თვეში პოლიციამ, საშუალოდ, ძალადობის  267 ფაქტი გამოავლინა, მაშინ როდესაც 2015 წლის მხოლოდ პირველ 5 თვეში 378 ფაქტია გამოვლენილი, ხოლო მოძალადეთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით 15%-ით არის გაზრდილი.

11717295_10153041409539779_1249126500_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები