სანდრო ბრეგაძე სამართალდამცავებს მიმართავს – „დაინტერესდით ამ სამარცხვინო მოვლენით“

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სამართალდამცავებს მიმართავს, რომ იმ გადამყიდველებით დაინტერესდნენ, რომლებიც სუპერთასის თამაშის ბილეთებს ყიდიან და ინფორმაციას „ონლაინმარკეტზე“ ათავსებენ.
სანდრო ბრეგაძე იმედოვნებს, რომ სამართალდამცავები დაინტერესდებიან ამ სამარცხვინო მოვლენით და ათიათასობით ფეხბურთის პატიოსან გულშემატკივარს არ გააწბილებენ.
ამასთანავე, პარტია „ეროვნულების” ხელმძღვანელი სანდრო ბრეგაძე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს მიმართავს:
„არასოდეს მიტრაბახია ამით, მაგრამ თავს ვთვლი (გულშემატკივრის დონეზე) ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო მცოდნედ და გულშემატკივრად. 1979 წლის „დინამო” – „ლივერპულის” თამაშის შემდგომ არ გამომიტოვებია არც ერთი მნიშვნელოვანი თამაში (სსრკ ჩემპიონატი, დუბლები, 1ლიგა, 2ლიგა, საქართველოს ჩემპიონატი და ა.შ.). ხშირად ასიოდე მაყურებელთან ერთად მარტო ვმჯდარვარ საქართველოს ჩემპიონატის თამაშზე და ვერც მე, ვერც ჩემმა ნაცნობმა ვერცერთმა გულშემატკივარმა ვერ შევიძინეთ 1 ბილეთიც კი და აგერ ვიღაც ნაძირალა გადამყიდველ-ბარიგები 700 ლარად (300 დოლარი) გვთავაზობენ სუპერთასის ბილეთებს. მინდა, მივმართო ფედერაციის სამარცხვინო პრეზიდენტ სიჭინავას – შენ, მეგობარო, აქ კატების ცირკი ხომ არ გგონია (დირექტორი იყო კატების ცირკის), აქ ვართ ხალხი, რომლებიც მაშინ, როდესაც შენ მოსკოვის ბაზარში საქონელს ყიდდი, მაშინ წვიმასა და თოვლში ფეხბურთის საგულშემატკივროდ თამაშს არ ვტოვებდით, „ოჩერედში” ჩადექითო, რომ გვეუბნები, შენ ეს ხალხი კუკლაჩოვის ცირკის მოთვინიერებული კატები ხომ არ გგონია? კეთილი ინებე და აიღე პასუხისმგებლობა ამ მარაზმზე და პასუხი აგე, ხოლო ბილეთების გაყიდვა ნაცნობ გადამყიდველებს კი არ მიანდო, არამედ იმ ხალხს, ვისაც ხელეწიფება, უეფას სუპერთასის ფინალი საფეხბურთო ზეიმად აქციოს და არა „დელეცურ” ფულის საშოვნელ საქმედ. იმედია, სამართალდამცავები დაინტერესდებიან ამ სამარცხვინო მოვლენით და არ დაუშვებენ ათიათასობით გაწბილებული პატიოსანი გულშემატკივრის პროტესტს, რომელიც იმ ნაციონალებს აწყობთ, რომელთაც თავის დროზე ძალადობით მოიყვანეს ეს ხელმძღვანელობა”, – წერს სანდრო ბრეგაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები