Biletebi.ge: გადამყიდველებისგან შეძენილი ბილეთებით სტადიონზე ვერ მოხვდებით

Biletebi.ge-ს ტექნიკური დირექტორი გიორგი ჩხიკვიშვილი გუშემატკივრებს აფრთხილებს, რომ ისინი გადამყიდველებისგან შეძენილი ბილეთებით სტადიონზე ვერ მოხვდებიან.
ჩხიკვიშვილი განმარტავს,რომ Biletebi.ge-დან ნაყიდ ბილეთებზე დატანილია სახელი და გვარი, ასევე იდენტიფიკაციის სხვა რამდენიმე ნიშანი, რომლით სარგებლობა მყიდველის გარდა სხვა პირს არ შეუძლია. Biletebi.ge-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ გადამყიდველებისგან ბილეთის შეძენა მოხდება, აღნიშნული მოქალაქე სტადიონს გარეთ დარჩება.
“ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, ასეთი ბილეთის ყიდვის შემთხვევაში ეს ადამიანი სტადიონზე ვერ მოხვდება. შესასვლელთან ყველა ბილეთი შემოწმდება. თან ადამიანმა, რომელმაც ჩვენ ვებგვერდზე ერთი ბილეთი იყიდა, შეიძლება ამობეჭდოს და სხვა ადამიანებს მიჰყიდოს, მაგრამ, ვიმეორებ, ეს ადამიანები ასეთი ბილეთებით სტადიონზე ვერ მოხვდებიან, თუ მათი პირადი მონაცემები ბილეთზე დატანილს არ დაემთხვევა,”- აცხადებს Biletebi.ge-ს ტექნიკური დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათია, ერთ-ერთ ქართულ უფასო განცხადებების საიტზე სუპერთასის ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ფასი 150 ლარიდან იწყება და 300$-ით მთავრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები