2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2014 წლის 1-ელ იანვრამდე მთავარ პროკურატურაში 50 ათას საჩივრამდე შევიდა

2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2014 წლის 1-ელ იანვრამდე მთავარ პროკურატურაში 50 ათას საჩივრამდე შევიდა – ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ “პალიტრა ტვ”-ის გადაცემაში “სამართლის სახელით” განაცხადა.
მისი თქმით, 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დღემდე სისხლის სამართლის დევნა დაწყებულია 400-მდე საჯარო მოხელის მიმართ.
“2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2014 წლის 1-ელ იანვრამდე ანალიზი გაუკეთდა საქართველოს პროკურატურაში შემოსულ დაახლოებით 50 ათას საჩივარს, რომლებიც, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მოთხოვნებს ეხებოდა. 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დღემდე სისხლის სამართლის დევნა დაწყებულია 400-მდე საჯარო მოხელის მიმართ, 180 საქმეზე უკვე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი, ნაწილზე გამამართლებელი, ნაწილზე კი ახლაც მიმდინარეობს სასამართლო განხილვები. ეს საკმაოდ ხელშესახები შედეგია სამართლიანობის აღდგენის კუთხით“, – განაცხდა ირაკლი შოთაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ ახალ დეპარტამენტს, პროკურორის მოადგილის თქმით, მან საკმაოდ აქტიურად დაიწყო მუშაობა.
“უკვე არსებობს კონკრეტული შედეგები  სისხლის სამართლის კონკრეტულ საქმეებზე, ვინაიდან ასეულობით საჩივარ-განცხადებაზე მოხდა რეაგირება. 300-მდე საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება და ეს ხდება პარალელურ რეჟიმში, საკმაო რაოდენობის საქმეები გასულია უკვე დასკვნით ეტაპზე, რის შესახებაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში ეცნობება”, – განაცხადა შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები